მარნეულის “ჯეოჰოსპიტალში” კორონავირუსი, გაგზავნილი 5 ანალიზიდან, არცერთს დაუდასტურდა

მარნეულში ხუთი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს, კორონავირუსზე ყველა მათგანი უარყოფითია, – ამის შესახებ ” რეგიონულ კვირას” მარნეულის “ჯეოჰოსპიტალის” კლინიკის დირექტორმა, თათა შენგელაიამ განუცხადა.

“მარნეულის მუნიციპალიტეტიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 5 პაციენტის საკვლევი მასალა გაიგზავნა. დღეს დილით მივიღეთ პასუხები და საბედნიეროდ, ყველა მათგანი უარყოფითია”, – განაცხადა ტატა შენგელაიამ.

ამ დროისთვის, ქვემო ქართლში კორონავირუსით ჯამში 53 ადამიანია დაინფიცირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები