მარტვილის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურება 23:00 საათზე დაიწყება, რომელიც ეპარქიის გადაწვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ღია ცის ქვეშ ჩატარდება.
რაც შეეხება მრევლს, მათ ჭყონდიდისა და მარტვილის ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლ კაციამ დღეს დილით მოუწოდა, რომ სურვილის მიხედვით დასწრებოდნენ სააღდგომო წირვას და ზიარება მიეღოთ. მეუფემ ასევე განმარტა, რომ მოხუცებს, ბავშვებს და ქრონიკული დაავადების მქონე პირებს დილის 7 საათიდან შეეძლებათ ტაძრებში მისვლა და ზიარება.
ხატები უკვე გამობრძანებულია ტაძრის ეზოში, სადაც უნდა ჩატარდეს საღდგომო წირვა.
კომენდანტის საათის ამოწურვამდე მრევლის ნაწილმა უკვე მოასწრო წირვაზე დასასწრებად მისვლა. ტაძარში შესვლამდე მათ სტიქაროსნები სადეზინფექციო ხსნარით უმუშავებენ ხელებს.
ტაძრის შესასვლელთან ასევე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებულ ეპარქიებში შემავალ სხვა ტაძრებს, ყველა მათგანში წირვა დილით, 07:00 საათზე დაიწყება.