მეუფე გრიგოლი: ღამით 12 საათზე ეპარქიის ყველა ტაძარში დაირეკება ზარი და ეს იქნება მოწოდება, რომ ყველამ ერთად დავიწყოთ ლოცვა

ჩვენ ვხედავთ ტაძრებს, სამრეკლოებს, თბილისში, აცხადებენ რომ მათ მრევლთან ისაუბრეს და მრევლმა გაიგო – ისინი იქნებიან სახლში, მოძღვარი იქნება ტაძარში და დისტანცირებულად ყველანი ერთად ილოცებენ. ფაქტი სახეზეა, თითოეული სასულიერო პირი თავის თავზე იღებს გადაწყვეტილებას იმ საგანგებო ვითარებაში, როცა რეალურად პასუხისმგებელი კონკრეტული შემთხვევისთვის არ ჩანს, – ასე გამოეხმაურა, ხობისა და ფოთის მიტროპოლოტი, მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილი სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს.
მიტროპოლიტის განცხადებით, ეპარქიის ყველა ტაძარში ღამის 12:00 საათზე ზარები დაირეკება, რაც ნიშანი იქნება სახლში დარჩენილი მრევლისთვის ერთად ლოცვის დაწყებისა.
„ხელისფლებას მეტი დამაჯერებლობა უნდა ჰქონოდა. ვერავითარი მანძილი, ვერავითარი ადგილი ჩვენ ვერ გაგვყოფს. ღამით 12 საათზე ეპარქიის ყველა ტაძარში დაირეკება ზარი, გარკვეული დროის მანძილზე და ეს ზარი ყველასათვის იქნება მოწოდება, ნიშანი, რომ ჩვენ ყველამ ერთად ამ დროს დავიწყოთ ლოცვა და გავერთიანდეთ“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.
მანამდე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმე შარაშენიძემ განაცხადა, რომ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ყველა ტაძარში წირვა კვირას, დილის 07:00 საათიდან ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები