ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ყველა ტაძარში სააღდგომო ლიტურგია დილის 7 საათზე დაიწყება

“აღდგომის ღამისთევის მსახურება არ იქნება, რადგან ადამიანები მოსვლას ვერ მოახერხებენ”, – ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წირვის დაწყების წინ განაცხადა.
მეუფე გერასიმეს განმარტებით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ყველა ტაძარში წირვა კვირას, დილის 07:00 საათიდან ჩატარდება. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მთავრობის გუშინდელ განკარგულებას უკავშირდება.
დამატებით შეზღუდვებს მეუფე გერასიმე არ უკავშირებს ეკლესიის პოზიციას.
“ყველა ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, მივა თუ არა ეკლესიაში. ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ ჩვენი მედიკოსების რეკომენდაციები”, – აღნიშნა მიტროპოლიტმა.
მეუფეს განმარტებით, რაც შეეხება მრევლის ტაძრებში მისვლას, ამას ეპარქია ვერ უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები