“ბოლნისში დღეს 19 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა”, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დაინფიცირებულები, ძირითადად, სასწრაფო დახმარების ბრიგადის კლასტერიდან არიან.
„სამწუხაროდ, ბოლნისში გვაქვს მასშტაბური ზრდა – კორონავირუსის 19 დადასტურებული შემთხვევა. ასევე, გეტყვით, რომ ერთი შემთხვევა დადასტურდა მარნეულში. კორონავირუსი ექთანს დაუდასტურდა, რომელიც იყო 10 დღეს დაკვირვების ქვეშ”, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
ცნობისთვის, ქვემო ქართლის რეგიონში, ამ დროისთვის, კორონავირუსის 70 დადასტურებული შემთხვევაა.