ირაკლი კობახიძე გერმანიაზე – შეუძლიათ, ნებისმიერი სახელი და გვარი დაწერონ საკუთარ ვებ-გვერდებზე, ჩვენთვის ეს არაფერს ცვლის, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, როდის მოახერხებს გერმანული ბიუროკრატია გამოვიდეს მის მიერვე შექმნილი კომიკური მდგომარეობიდან
მათ შეუძლიათ, ნებისმიერი სახელი და გვარი დაწერონ საკუთარ ვებ-გვერდებზე, ჩვენთვის ეს არაფერს ცვლის, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, როდის მოახერხებს გერმანული ბიუროკრატია, გამოვიდეს მის მიერვე შექმნილი კომიკური მდგომარეობიდან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სახელებისა და გვარების არასწორად მითითებას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მხარეს სუბიექტური ინტერესი ნაკლებად აქვს, უბრალოდ ინტერესის საგანია, თუ როდის შეძლებს გამოსვლას გერმანული ბიუროკრატია მის მიერვე შექმნილი კომიკური მდგომარეობიდან.
„ჩვენ, აქ, სუბიექტური ინტერესი ნაკლებად გვაქვს, უფრო მეტად ინტერესის საგანია ჩვენთვის, როდის გადაწყვეტს გერმანული ადმინისტრაცია, გერმანული ბიუროკრატია, გამოვიდეს ამ სრულიად კომიკური მდგომარეობიდან. ვნახოთ, ინტერესით ველოდებით ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ, ნებისმიერი სახელი და გვარი დაწერონ საკუთარ ვებ-გვერდებზე, ჩვენთვის ეს არაფერს ცვლის, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, როდის მოახერხებს გერმანული ბიუროკრატია გამოვიდეს მის მიერვე შექმნილი კომიკური მდგომარეობიდან,”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.