ქუთაისის ლაბორატორიაში გაკეთებული 12 კვლევიდან, კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა. ამის შესახებ მედიას ქუთაისის ახალი ინფექციურის მთავარმა ექიმმა, თემურ ნადირაძემ განუცხადა.
კლინიკაში ამ დროისთვის 25 პაციენტი მკურნალობს. კლინიკის მთავარი ექიმის თქმით, არცერთი მათგანის მდგომარეობა მძიმე არაა.
“გვიწევს 25 დადასტუტებული პაციენტი. ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა, რომელიც შემოიყვანეს ფარცხანაყანებიდან, სტაბილურია, ვიკვლევთ მის შვილს. 25პაცინტიდან 8-ის მდგომარეობაა საშუალო სიმძიმის,მთლიანობაში კი ყველას მდგომარეობა გაუმჯობესებულია”, – აღნიშნა თემურ ნადირაძემ.
შეგახსენებთ, იმერეთში Covid 19- ის დიაგნოზით 26 პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან 25 ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში, ერთი კი საჩხერის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული.
იმერეთის მასშტაბით სულ შვიდი პაციენტია გამოჯანმრთელებული.