პედიატრი თემურ მიქელაძე: პანდემია აჩქარდა! აჩქარებასთან ერთად, გაახალგაზრდავდა
“პანდემია აჩქარდა! აჩქარებასთან ერთად, გაახალგაზრდავდა”, – ამის შესახებ პედიატრი თემურ მიქელაძე აცხადებს.
ექიმის თქმით, საქართველო ვირუსის მასობრივი გავრცელების ზღვარზეა.
„პანდემია აჩქარდა! აჩქარებასთან ერთად, გაახალგაზრდავდა, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ქვეყნების დაბალ, საშუალო და მაღალი რისკის ზონებად არასწორად დაყოფამ მიგვიყვანა დღევანდელ დღემდე. ახლა უკვე საქართველოშიც ვიმყოფებით მასობრივი გავრცელების ზღვარზე. არ არსებობს ვაქცინა, რომელსაც შეუძლია ჯაჭვის გაწყვეტა და მედიკამენტი, რომლითაც შეიძლება, ვუმკურნალოთ. ერთადერთი საშუალება ეს არის ჩემი, თქვენი და თქვენი შვილების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა: სოციალური დისტანცირება, უკიდურესი აუცილებლობის გარდა დარჩით სახლში! თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებიც, რომელთაც ეპიდემიის მასობრივი გავრცელების პირობებში 24 საათის განმავლობაში მოუწევთ თქვენი და თქვენი შვილების სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა. გთხოვთ“, – წერს მიქელაძე სოციალურ ქსელში.