“თბილისის მედიცინის ინსტიტუტის” 4 ექთანს COVID19 დაუდასტურდა
თბილისის მედიცინის ინსტიტუტის დირექტორის, გიორგი კაჭახიძის თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსი 4 ექთანს დაუდასტურდა.
“ჩვენს 4 ექთანს დაუდასტურდა COVID19. პირველი, როგორც ჩანს და როგორც ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს, ინფექცია დაემართა ერთ-ერთ ექთანს, რომლის პასუხიც მოვიდა დადებითი. ეს ექთანი აბსოლუტურად ასიმპტომური იყო და ეპიდემიოლოგიური გამოკვლევის გამო ჩაუტარდა ტესტირება, არანაირი ჩივილი ჰქონდა. როგორც ჩანს, იქედან შემოვიდა კლინიკაში ვირუსი და იმ ადამიანებზეა გავრცელებული ვისთანაც უფრო მეტი შეხება ჰქონდა და ვისთან ერთადაც სამედიცინო პროცედურებს ახორციელებდა”, – განაცხადა კაჭახიძემ.