სამეგრელოში კორონავორუსისგან პირველი გამოჯანმრთელებული, 67 წლის პაციენტი ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან დღეს გაწერეს, – ამის შესახებ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში განაცხადეს.
მედპერსონალის ინფორმაციით, მამაკაცი ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში, სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იქნება.
ცნობისთვის, 67 წლის მამაკაცი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 24 მარტს ცხელების სიმპტომებით მოათავსეს, ლუგარში ჩატარებული კვლევით კი მას კორონავირუსი დაუდასტურდა.
მამაკაცი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის მკვიდრია. ის 20 მარტს თურქეთიდან საქართველოში ჩამოვიდა და თვითიზოლაციაში იყო. მას შემდეგ, რაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მთავრობის გადაწყვეტილებით, ზედაეწერში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა და თერმოსკრინინგი 1200-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.