“ლენტეხის სოფელ მელეში მცხოვრები არასრულწლოვნის ანალიზის პასუხი დღეს საღამოს იქნება ცნობილი, მაგრამ პაციენტის არსებული ანამნეზი გვაფიქრებინებს, რომ საგანგაშო არაფერია”, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ლენტეხის ეპიდემიოლოგმა, ლამზირა ბენდელიანმა განუცხადა.
მედიკოსის თქმით, ლენტეხში ვითარება ძალიან მშვიდია, მოსახლეობა არსებულ სიტუაციას გაგებით ეკიდება და იზოლაციაში მყოფი ადამიანები წესებს მკაცრად იცავენ.
„ხვალიდან იზოლაციაში მყოფ 30 ადამიანს, რომელსაც პირველადი შემხებლობა ჰქონდა დაინფიცირებულ მამაკაცთან, იზოლაციის ვადა ეწურება. ეს კარგი ფაქტია და ველით იმას, რომ ისინი უსიმპტომოდ ამოწურავენ ვადებს, მიმდინარეობს აქტიური თერმოსკრინინგი, რომელშიც ადგილობრივი ექიმები არიან ჩართულნი, წუხელ გვიან სოფელ მელეში მცხოვრებ არასრულწლოვანის სინჯები ავიღეთ და ამ დილით ლაბორატორიაში გადავაგზავნეთ, პასუხს საღამოთი ველოდებით, მაგრამ პაციენტის არსებული ანამნეზი გვაფიქრებინებს, რომ საგანგაშო არაფერია“, – განაცხადა ლამზირა ბენდელიანმა.