თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოფელ ღვანკითში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, პაციენტები ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში არიან მოთავსებულები.
“გრძელდება თერმოსკრინინგი თერჯოლაში, რის შედეგადაც გამოვლენილია ორი ფაქტი, ორივეს დაუდასტურდა სოფელ ღვანკითში და ეს ადამიანები უკვე გადმოყვანილნი არიან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში”, – აღნიშნა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართლველოს უფროსის თქმით, პაციენტები უკვე გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტების შედეგად დაინფიცირდნენ.
“ერთი და იგივე კლასტერია, უკვე დადგენილი კორონავირუსის დიაგნოზის მქონე პაციენტიდან დაინფიცირფნენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და რაიმე სახის გართულება არ გვაქვს”, – აღნიშნა გოჩა გიორგიძემ.