ხაშურის მუნიციპალიტეტი სოფელ ხიდისყურში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი ფაქტი დადასტურდა. ამ დროისთვის, სოფლის შესასვლელში მოეწყო სპეციალური გამშვები პუნქტები. შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრად კონტროლდება მოქალაქეების გადაადგილება სოფლის მიმართულებით.
“სოფელ ხიდისყურში დადასტურდა დაინფიცირების შემთხვევა. გუშინ გაკეთდა შიდა ქართლიდან დამატებითი 9 კვლევა. აქედან მხოლოდ ერთ ადამიანზეა დადებითი და ეს შემთხვევა არის ამ სოფლიდან. “კოვიდ 19-ის” გავრცელების პრევენციის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მუნიციპალიტეტში პოლიციური რეჟიმი გამკაცრდეს. აღნიშნულის შესახებ ცენტრალურ საკოორდინაციო საბჭოს აქვს ინფორმაცია მიღებული. იმსჯელებენ და დამატებუთ ღონისძიების შესახებ იქნება გადაწყვეტილება მიღებული”, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა
ცნობისთვის, გუშინ ხაშურის მუნიციპალიტტში კორონავირუსის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 30 წლამდე ქალს, რომელიც თარჯიმანია და შეხება ჰქონდა უცხოელებთან, სოფელ გომში კორონავირუსი დაუდგუნდა. დაინფიცირებული პაციენტი ამ დროისთვის თბილისშია გადაყვანილი.