პაატა იმნაძე : დოლბანდის პირბადე წვეთოვანი ინფექციებისგან ძალიან ეფექტიანად იცავს
“ეს პირბადე წვეთოვანი ინფექციებისგან ძალიან ეფექტიანად იცავს”, – ამის შესახებ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ საქართველოში წარმოებულ დოლბანდის პირბადეებთან დაკავშირებით დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
იმნაძის თქმით, დოლბანდის პირბადეებით საქართველოში ინფექციონისტები გასულ წლებში მუშაობდნენ.
„მერე შეიძლება, დემნა გვასალიამ ეგეთი გამოუშვას იმიტომ, რომ ეგეთი რაღაცები მოსწონს ხოლმე. გახსოვთ, ხომ, რეები ჰქონდა გამოშვებული?
მე ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ. დღევანდელი თაობა ცოტა განებივრებულია პირბადეების ნაირსახეობებით, რომლებიც არსებობს ბაზარზე, უფრო სწორად იყო მსოფლიოში. მოგეხსენებათ, მსოფლიოში დღეს ყველგან დეფიციტია. გუშინ იაპონიის პრემიემინისტრი რომ ვნახე, ამ პირბადის დიზაინი აშკარად უკეთესია. ცხვირის ადგილას მონიშნული აქვს, ამას ვერ შევცლი ისე, რომ არასწორად გაიკეთო. აქედან გამომდინარე, აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია, ვიდრე ის ჩვეულებრივი. ეს არის ანა-ბანა.
სანამ იქნებოდა ის ნიღბები, ჩვენ ყველანი ვხმარობდით ასეთ პირბადეებს, მათ შორის, ჩემი სამსახური, რომელსაც ყველაზე საშინელი სახელი ერქვა საქართველოში – “შავი ჭირი” გვერქვა. ვმუშობდით არა მარტო შავ ჭირზე, ყვავილის ვირუსზე მუშაობდნენ ასეთი პირბადეებით. ეს იცავს წვეთოვანი ინფექციებისგან ძალიან ეფექტიანად. ეს წვეთოვანი ინფექციაა. ჩვენ ექიმებს ვურჩევთ, იხმარონ რესპირატორი, 95 ნომერი რომ ჰქვია, მხოლოდ იმ დროს, როცა ახორციელებენ პაციენტებთან ინტუბაციას. დანარჩენ ყველა შემთხვევაში, ეს ექიმმაც შეიძლება იხმაროს უპრობლემოდ, არათუ მოსახლეობამ”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.