ყაზახეთში კორონავირუსით 100 ექიმია ინფიცირებული
ყაზახეთში კორონავირუსით 100 მედიკოსია დაინფიცირებული, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, – განაცხადა ქვეყნის მთავარმა სანიტარმა, აიჟან ესმაგამბეტოვამ.
რაც შეეხება, ჯამურად, ქვეყნაში ვირუსთან დაკავშირებულ ვითარებას – აქ 604 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 16-ის მდგომარეობა მძიმეა; ვირუსს 6 პაციენტი ემსხვერპლა.
ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.