“საპატრიარქოსთან კონსულტაციები გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ეს შედის ქვეყნის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკლესიის ინტერესებში”
“საპატრიარქოსთან გვაქვს მუდმივი კონსულტაციები და დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი გადაწყდება ისე, როგორც ეს შედის ქვეყნის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკლესიის ინტერესებში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ სააღდგომო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება სიტუაციას მთლიანად მართავს.
“ხელისუფლება მთლიანად მართავს სიტუაციას და ამ მართვის ნაწილია კონსულტაციები ყველასთან, ვისთანაც მნიშვნელოვანია ეს. ჩვენ გვაქვს მუდმივი კონსულტაციები ეკლესიის წარმომადგენლებთან, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებში, ასევე, ეკლესიის ინტერესებში. ჩვენ გვექნება აბსოლუტურად დაბალანსებული გადაწყვეტილება, ამის საფუძველი იქნება კონსულტაციები ხელისუფლებისა და ეკლესიის წარმომადგენლებს შორის”, – განაცხადა კობახიძემ.