ხაშურელმა ლაშა ლომიძემ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირზე მე-3 ადგილი დაიკვა(ფოტოკოლაჟი)

2020 წლის 6-8 თებერვალს ქალაქ მინსკში ალექსანდრე მედვედის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში ლაშა ლომიძემ მესამე ადგილი დაიკავა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხაშურის სპორტსკოლიდან აცნობეს.

“შეჯიბრში მონაწილეობას 8 ქვეყანა იღებდა, მათ შორის საქართველოდან ხაშურის სასპორტო სკოლის აღზრდილი ლაშა ლომიძე მონაწილეობდა.
ლაშა ლომიძე ბელარუსიის ქ.მინსკის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ალექსანდრე მედვედის (მედვეჟიონოკ) საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა და მე-3 საპრიზო ადგილი 45 კგ წონით კატეგორიაში ორი წლით დიდ ასაკში დაიკავა.
გილოცავთ ხაშურის სასპორტო სკოლა გამარჯვებას და წარმატებებს გისურვებთ მომავალ ასპარეზობებში.
შეგახსენებთ რომ თავისუფალი სტილით ჭაბუკ – მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია, ხაშურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის, დამსახურებული მწვრთნელი, გიორგი კვინიკაძე”, – ნათქვამია სპორტსკოლის განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები