მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით დაინფიცირებული ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში მყოფი კორონავირუსით დაინფიცირებული ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.
„გვრჩება ოთხი მძიმე პაციენტი, თუმცა ამ ოთხი მძიმედან ერთის მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, რომ დასტაბილიზირებულია და თუ ასე გაგრძელდება, ხვალიდან, ალბათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის აღარ იქნება მძიმე, კრიტიკული. დანარჩენ შემთხვევებში, ჯერჯერობით, მდგომაროება უცვლელია. დღე-ღამის განმავლობაში არ არის მიღებული ამ პაციენტებთან მუდმივი სტაბილური სიტუაცია. ამიტომ მათი პროგნოზირება და გამოსავალზე ლაპარაკი ძალიან ძნელია ვიდრე არ მიიღება მძიმე მდგომარეობის სტაბილიზირება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.