ამირან გამყრელიძე: მარნეულში სარიტუალო სუფრაზე მყოფი ადამიანების უმრავლესობა იდენტიფიცირებულია და თვითიზოლაციაში იმყოფებიან

“მარნეულში სარიტუალო სუფრაზე, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული ქალი იმყოფებოდა, კონტაქტში მყოფი ადამიანების უმრავლესობა იდენტიფიცირებულია და თვითიზოლაციაშია გადაყვანილი”, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მათ დაურიგდათ სპეციალური ინსტრუქტაჟი, რომლის მიხედვითაც გარკვეული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ექიმს უნდა მიმართონ.

“მარნეულში, სარიტუალო სუფრაზე მყოფი ადამიანების უმრავლესობა  იდენტიფიცირებულია,  ისინი თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილი. მათ დაურიგდათ შესაბამისი ინსტრუქტაჟი, რომ თუ დაეწყებათ გარკვეული სიმპტომები –  მომატებული ტემპერატურა, ხველა ან სუნთქვის გაძნელება ან რომელიმე მათგანი უნდა მიმართონ ექიმს და მათ შესაბამისი, პროტოკოლით დადგენილი პროცედურა ჩაუტარდებათ”, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები