შოთა რეხვიაშვილი: საველე ჰოსპიტალი პაციენტების მისაღებად უკვე მზადაა და შესაბამისი ინვენტარითაა აღჭურვილი

პაციენტების მისაღებად უკვე მზადაა და შესაბამისი ინვენტარითაა აღჭურვილი საველე ჰოსპიტალი, თუმცა ამ ეტაპამდე მსგავსი საჭიროება არ ყოფილა, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, რეგიონში საკარანტინო ზონებში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
შოთა რეხვიაშვილის განმარტებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მშვიდი ვითარებაა. ამასთან, მისი თქმით, გაიზარდა მედიკოსებთან ერთად, მოსახლეობის გადამოწმების პროცესში ჩართული მოხალისეების რაოდენობაც.

“აქტიურად მიმდინარეობს ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენაზე საინფორმაციო კამპანიის წარმოება. დღის განმავლობაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ადგილზე აზერბაიჯანულ და სომხურენოვან საინფორმაციო ფლაერებს დაარიგებენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად მაქსიმალურადაა შეზღუდული მოსახლეობის გადააგილება და საზოგადოების რეაქციები რეკომენდაციების ადეკვატურია”, – აცხადებს შოთა რეხვიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები