მეუფე საბა: ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე აღევლინება

კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია ღვთისმსახურებას მრევლის გარეშე ჩაატარებს. ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი აცხადებს.

„გაგაცნობთ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაქვემდებარებაში მყოფი სამრევლოების მიმართ მიღებულ საგანგებო გადაწყვეტილებას. კორონავირუსის მაშტაბური ზრდიდან გამომდინარე, სამრევლოებში წირვა-ლოცვა აღევლინოს მრევლის გარეშე. მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება აშშ-ისა და კანადის სახელმწიფოების მიერ გაცემულ მოთხოვნებს“, – განაცხადა მეუფე საბამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები