“ვირუსის პიკური პერიოდი იწყება პირველი შემთხვევის დადასტურებიდან მე-6, მე-7, მე-8 კვირას, ჩვენ მე-3 კვირა დავასრულეთ, შევდივართ პრეკრიტიკულ ფაზაში”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის პიკური პერიოდი მე-6, მე-7 კვირაში იწყება.

მისივე თქმით, საქართველო ახლა პრეკრიტიკულ ფაზაში შედის, – ამის შესახებ გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში “ განაცხადა.

„ძირითადი პიკური პერიოდი იწყება ხოლმე, მე-6, მე-7, მე-8 კვირას პირველი შემთხვევის დადასტურებიდან. შესაბამისად, ჩვენთან პირველი შემთხვევიდან, კორონავირუსის დადასტურებიდან 3 კვირა გუშინწინ დამთავრდა. 26 თებერვალს დავადასტურეთ ჩვენ პირველი დადებითი შემთხვევა საქართველოში. ამიტომ, ჩვენ ახლა მე-3 კვირა დავამთავრეთ და ამიტომაც გუშინწინ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოზე მე გავაჟღერე ჩემი მოსაზრება, რომ ჩვენ შევდივართ გარკვეულად პრეკრიტიკულ ფაზაში. ამიტომ, მეტად უნდა გაძლიერდეს ყველა ის ღონისძიება, რასაც დღეს ქვეყანა ატარებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები