ამირან გამყრელიძე: 3-4 დღეში კიდევ გვეყოლებიან გამოჯანმრთელებული ადამიანები
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის თქმით, 3-4 დღეში კიდევ იქნებიან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები. ამის შესახებ გამყრელიძემ რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა.
“მოგეხსენებათ, გაწერის სტანდარტი როგორ არის, რომ ადამიანს 24 საათში ტესტმა ორჯერ უარყოფითი შედეგი უნდა აჩვენოს. მომავალ 3-4 დღეში გვეყოლებიან კიდევ გამოჯანმრთელებული ადამიანები”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 43 ადამიანია. კარანტინის რეჟიმშია 1575 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 275 პირი.
ინფორმაციისთვის, 43 ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია.