ლევან გოფოძე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 38 ადამიანი იმყოფება, ერთ-ერთი წლინახევრის ბავშვია
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 38 ადამიანი იმყოფება, ერთ-ერთი წლინახევრის ბავშვია,- ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბავშვის ოჯახმა საზღვარი წითელ ხიდთან გუშინ გადმოკვეთა და მას 37.5 გრადუსი ტემპერატურა აღენიშნებოდა.
„გვყავს ერთი არასრულწლოვანი ბავშვი, წლინახევრის. ეს არის აზერბაიჯანელების ოჯახი, რომლებიც ჩვენი მოქალაქეები არიან. მათ საზღვარი წითელ ხიდთან გუშინ გადმოკვეთეს და მთელი ოჯახი, რადგანაც ბაბუას და შვილიშვილს ცხელება აღენიშნებოდათ, მოიყვანეს ჩვენთან. ბავშვსაც ჰქონდა ტემპერატურა 37.5. ამჟამად არცერთს ტემპერატურა არ აღენიშნება და იგეგმება მათი კარანტინში დატოვებაც“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.