საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო: კიევის რეისთან დაკავშირებით მგზავრების შემოწმება შესაბამისი პროტოკოლით მოხდა

 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ინფორმაციას გამოეხმაურა რომლის მიხედვითაც, გუშინ კიევის რეისით ჩამოფრენილი იტალიაში ნამყოფი მგზავრები (სავარაუდოდ 5) პირდაპირ სახლში წავიდნენ.

როგორც “კვირას” ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, კიევის რეისთან დაკავშირებით მგზავრების შემოწმება შესაბამისი პროტოკოლით მოხდა.

“კიევის რეისთან დაკავშირებით, მოხდა მგზავრების შესაბამისი პროტოკოლით შემოწმება, ნაწილი გადაყვანილია კარანტინში, ნაწილი კი თვითიზოლაციაში იმყოფება”- განაცხადეს უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები