ივანე მაჭავარიანი: როდესაც მსოფლიოში შოკია, ლარის კურსზე საუბარი სწორი არ იქნება

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობას აქვს გეგმა, როგორ უნდა დაეხმარონ ეკონომიკას, თუმცა ეს გეგმები ჯერ დამტკიცებული არ არის. რაც შეეხება ლარის კურსს – მაჭავარიანის განმარტებით, სიტუაციის დასტაბილურებამდე ლარის კურსს დააკვირდებიან, რა წონასწორულ ნიშნულს მიაღწევს.
„ლარზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ფაქტია, რომ შოკია მსოფლიოში და ჩვეულებრივი რეაქციაა. იცით, რა ხდებოდა რუსეთში: იცით, რა ხდება ზოგადად მსოფლიოში, ამიტომ დღეების მიხედვით ლარის კურსზე საუბარი არ იქნება სწორი. ცოტა უნდა დასტაბილურდეს სიტუაცია როგორც მსოფლიოში, ასევე  – ჩვენთან. შევხედავთ, რა წონასწორულ ნიშნულს მიაღწევს, ამიტომ ამაზე საუბარი არავისგან იქნება სწორი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მაჭავარიანის მოსაზრებით, რა ხანგრძლივობისა და სიმძიმის იქნება კორონავირუსის ეს პანდემია, ამ ეტაპზე, ეს არის გადამწყვეტი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები