იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც უკვე გამოწერილია, იტალიელი ექიმები მონიტორინგს აგრძელებენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქისთვის, რომელიც ამ დროისთვის იტალიაში, კარანტინში იმყოფება, მგზავრობა უფრო რისკისშემცველია, ვიდრე –  ადგილზე დარჩენა. მინისტრმა ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტი ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება.

„ის პაციენტი, რომელიც უკვე გამოწერილია, დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება, ანუ კარანტინში და იტალიელი ექიმები კვლავ აგრძელებენ მასზე მონიტორინგს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მისი მდგომარეობა სტაბილურია, შესაბამისად, მისთვის მგზავრობა მეტად უფრო რისკის შემცველია, ვიდრე ადგილზე დატოვება“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები