ეკატერინე ტიკარაძე: ჩემი თანაშემწე თვითიზოლაციაში იმყოფება
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი თანაშემწე თვითიზოლაციაშია, მართალია. თუმცა, როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
“ჩემი თანაშემწე იმყოფება თვითიზოლაციაში, მაგრამ როცა მის მეუღლეს დადასტურდა კორონავირუსი, ის უკვე იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და ოჯახის წევრებსა და თანამშრომლებზე გავრცელების საშიშროება არაა. ის უკვე 1 კვირაა, თვითიზოლაციაშია, ჩაუტარდა შესაბამისი ტესტი და კორონავირუსი არ დაუდასტურდა”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.