ირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ, რომ თბილისში 7 საარჩევნო ოლქი უნდა ჩამოყალიბდეს
“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენისას ბიუროს საბჭოს რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული.
მისივე თქმით, თბილისში, სავარაუდოდ, 7 საარჩევნო ოლქი ჩამოყალიბდება.
“ვფიქრობთ, რომ თბილისში 7 საარჩევნო ოლქი უნდა ჩამოყალიბდეს, რაც შეეხება სხვა ქალაქებს – ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, იქნება თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. რუსთავის შემთხვევაში შეიძლება, გახდეს საჭირო მთელი რიგი მიმდებარე სოფლების დამატება. ფოთის შემთხვევაში საჭირო გახდება დამატებით 2 მუნიციპალიტეტის შეყვანა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ყველა შემთხვევაში იქნება ერთი დამოუკიდებელი მაჟორიტარული ოლქი და ა.შ.
დიდი მანევრირების საშუალება არ არის, სხვადასხვა მიზეზის გამო. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბიუროს საბჭოს სტანდარტია, რომლის მიხედვითაც გადახრა, როგორც წესი, 15 %-ს არ უნდა აღემატებოდეს”, – განაცხადა კობახიძემ.