არჩილ თალაკვაძე ნორდიკულ-ბალტიკური რვიანის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე შვედეთის, ნორვეგიის, ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა.

შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩებთან პარლამენტის პრიორიტეტებსა და მთავარ პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის ოპოზიციასთან მიღწეულ შეთანხმებასა და შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებასა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს მიღწევების კონსოლიდაციასა და საქართველოს გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველყოფას.

შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივა იყო.

პარლამენტის თავმჯდომარემ ნორდიკულ-ბალტიკური რვიანის წევრ ქვეყნებთან შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები