მამუკა სალუქვაძე: ეს იტალიური თუ ჯანდაბური კლასტერი რომ არ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, დაინფიცირებულებიც მინიმუმზე გვეყოლებოდა
ექსპერტი მამუკა სალუქვაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსისა და ქართული ჯანდაცვის სისტემის შესახებ წერს.
მისი თქმით, იტალიური კლასტერი რომ არ ყოფილიყო, დაინფიცირებული ადამიანების მინიმუმი იქნებოდა საქართველოში.
“მე რასაც ვუყურებ და ვუსმენ, ევროპის წამყვანი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს მდგრადი და გამართული შეიძლება, ეწოდოს? ეს არის პიკასოს ბიჭი? ამით ერთობოდა პიკასო? ის, რაც იტალიაში ხდება, ეს რომ საქართველოში მომხდარიყო (ღმერთმა დაგვიფაროს), რას ვიღნავლებდით და ვიწიწინებდით, ხომ წარმოდგენილი გაქვთ? “მალადეც”, ძმაო, ქართულ ჯანდაცვის სისტემას, ნაღდად დამაჯერეს, რომ არ ვყოფილვართ ხელწამოსაკრავნი. ეს იტალიური თუ ჯანდაბური კლასტერი რომ არ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, დაინფიცირებულებიც მინიმუმზე გვეყოლებოდა, თუმცა დღემდე მაგრად აკავებენ სიტუაციას ჩვენები, უთავმოყვარეო, რეგვენი და ხამი გრუზინების პირობებშიც”, – წერს მამუკა სალუქვაძე.