ირანში განაცხადეს, რომ ბლოკადის მოხსნამდე აშშ-თან მოლაპარაკებებს არ გამართავენ
თეირანი ვაშინგტონთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდს მანამ არ გამართავს, სანამ აშშ საზღვაო ბლოკადას არ მოხსნის, – ამის შესახებ ირანელმა პარლამენტის წევრმა, აჰმად ნადერიმ განაცხადა.
სამშაბათს, CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონფლიქტის მოგვარების საკითხზე აშშ-ირანის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 22 აპრილს ისლამაბადშია დაგეგმილი.
„სანამ საზღვაო ბლოკადა არ მოიხსნება, ჩვენ არ ვაპირებთ მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩატარებას“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, რომლის სიტყვებიც ირანულმა ტელეარხმა SNN-მა გამოაქვეყნა.
„სანამ საზღვაო ბლოკადა არ მოიხსნება, ჩვენ არ ვაპირებთ მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩატარებას“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, რომლის სიტყვებიც ირანულმა ტელეარხმა SNN-მა გამოაქვეყნა.
მან ასევე დაადასტურა, რომ ირანს აშშ-თან სამშვიდობო დიალოგში მონაწილეობის მისაღებად პაკისტანში მოლაპარაკებების ჯგუფები არ გაუგზავნია.