ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალური ავტობანის იგოეთის მონაკვეთზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. სამარშუტო ტაქსი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. შეჯახების შედეგად დაშავებულები არიან მგზავრებიც. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კასპის საავადმყოფოში გადაიყვანა.
შს სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რონ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276- მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.