პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ. მაია ცქიტიშვილი დეპუტატების წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგება.

ცქიტიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ მათი შეკითხვები, ძირითადად, ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხება. დეპუტატები, ასევე, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილით ინტერესდებიან.

ინფრასტრუქტურის მინისტრს კითხვებს, ასევე, დაუსვამენ დამოუკიდებელი დეპუტატებიც.

ინფრასტრუქტურის მინისტრის გამოსვლას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები