“არანაირი კორონა, არანაირი კონტროლი” – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგუშაგოზე მოქალაქეებს ქრთამის სანაცვლოდ უშვებენ
მოქალაქეების განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას უპრობლემოდ ახერხებენ.
როგორც “რეგიონულ კვირას“ ოკუპირებულ აფხაზეთიდან გადმოსულმა რესპონდენტმა, რომელმაც სახელის გამხელა არ ისურვა, განუცხადა, ე.წ. საგუშაგოზე კონტროლის გავლა 1000 რუბლის სანაცვლოდ არის შესაძლებელი.
“ჩაკეტილია ხიდზე მიმოსვლა, თუმცა თუ თანხას გადაუხდი რუსებს 1000 მანეთის ოდენობას, იმ წამსვე გაგიშვენებ. არანაირი კორონა, არანაირი კონტროლი. ეს ფულის გასაკეთებელი მანქანაა და ყოველთვის ასე ხდება. მე ხშირად მიწევს ნათესავებთან ჩასვლა სტუმრად და სულ ასეთი სიტუაციაა, ხან რას მოიგონებენ ხან რას. ამ დილით გადმოვკვეთე ხიდი და გამიშვეს ქრთამის სანაცვლოდ“,- ამბობს პირად საუბარში რესპონდენტი, რომელიც ე.წ. საზღვრის ჩაკეტვამდე იყო გადასული ოკუპირებულ აფხაზეთში.
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსეთის გარდა, ყველა ქვეყნის მოქალაქის შესვლა 7 აპრილამდე შეზღუდა.