ამირან გამყრელიძე: ჭაჭა დასალევად კი არ შველის, ის შეგიძლიათ, გააზავოთ წყალში, ანტისეპტიკური თვისებები აქვს
“ჭაჭა დასალევად კი არ შველის, ის შეგიძლიათ, გააზავოთ წყალში, ანტისეპტიკური თვისებები აქვს ჭაჭას და შეიძლება, გამოიყენოთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ზომებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ანტისეპტიკური საშუალებების დეფიციტის აღმოფხვრაზე ფარმაცევტული კომპანიები აქტიურად მუშაობენ.
“დღეს ამ საშუალებებთან დაკავშირებით ძალიან ინტენსიურად მუშაობენ ფარმაცევტული კომპანიები საქართველოში და ყველგან, რომ ეს დეფიციტი ყველგან სწრაფად აღმოიფხვრას, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ გვაქვს სხვა საშუალებებიც – საპნის დეფიციტი ნამდვილად არ არის, შეგვიძლია, საპნით დავიბანოთ ხელი. შეგვიძლია, გავაზავოთ სპირტი წყალში – ხომ იყო გადმოცემები, ჭაჭა შველისო, ჭაჭა დასალევად კი არ შველის, ის შეგიძლიათ, გააზავოთ წყალში, ანტისეპტიკური თვისებები აქვს ჭაჭას და შეიძლება გამოიყენოთ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.