ქუთასის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ-19-ზე 7 წლის ბავშვის ანალიზის პასუხს ელოდებიან

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისათვის 9 პაციენტია მოთავსებული. ლუგარის ლაბორატორიიდან საავადმყოფოში მყოფი 7 წლის ბავშვის ანალიზის პასუხს ელოდებიან, 2 ადამიანის ანალიზებს კი ლაბორატორიაში დღეს გააგზავნიან. ამის შესახებ ახალი ინეფქციური საავადმმყოფოს მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“გუშინ მივიღეთ სამ პაციენტზე პასუხები და არის უარყოფითი, ასევე გუშინ შემოვიდა ღამის საათებში ორი პაციენტი, რომელიც დაკვირვებას საჭიროებს. ამჟამად გვყავს ორი პაციენტი, რომელსაც აეღება ანალიზები, არის პაციენტები, რომლებიც ეპიდემიოლოგების მიერ არ ჩაითვალა საჭიროდ მათზე დაკვირვება. გვყავს ერთი ბავშვი, რომლის ანალიზის პასუხებსაც ველოდებით. ყოველ შემხვევაში, აქამდე გაგზავნილი ანალიზებიდან ყველა უარყოფითია. ზოგი ანალიზი გასაგზავნია. ამჟამად კლინიკაში მყოფ პაციენტებს მაღალი ტემპერატურა არცერთს აღენიშნება.ზამთრის პერიოდია, სეზონური გრიპებია, ეს პერიოდი გრძელდება და ერთი ორი მომართვა იყო”, – თქვა თემურ ნადირაძემ.

მისივე თქმით, პაციენტებიდან ნაწილი საზღვარგარეთ იმყოფებოდა, ხოლო ნაწილს საზღვარგარეთ მყოფ პირებთან ჰქონდა კავშირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები