საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფუნქციონირების საკითხები, მთავარი გამოწვევები და ბოლო წლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიღებული ეფექტური შედეგები განიხილეს. შეხვედრაზე ყურადღება სამმართველოს მიღწევებსა და იმ საკითხებზე გამახვილდა, რომელთა გადაწყვეტის მიზნით ფართომასშტაბიანი სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.
აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებმა ქართველ პროკურორებს გაუზიარეს კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით საკუთარი ხედვა და გამოცდილება. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიზნები და შესაძლებლობებიც განსაზღვრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები