ნათია თურნავა: საქართველომ წლების წინ აირჩია ეს გზა – ლიბერალური საბაზრო რეფორმები, ლიბერალური ბაზარი, მაქსიმალური ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში

„საქართველომ წლების წინ აირჩია ეს გზა, ეს არის ლიბერალური საბაზრო რეფორმები, ლიბერალური ბაზარი, მაქსიმალური ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში და ჩვენი სავაჭრო სივრცის, ჩვენი ექსპორტის დივერსიფიკაცია და ეს გახლავთ ერთადერთი სწორი არჩევანი, რომელმაც ჩვენ წლების მანძილზე ერთი მცირე პოსტ საბჭოთა რესპუბლიკიდან გვაქცია ტოპ-რეფორმერად უამრავი სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკური კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020″ განაცხადა.

ნათია თურნავა კონფერენციის მიმდინარე პანელის „საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა გლობალურ კონტექსტში, ინფრასტრუქტურული განვითარება და როლი კონკურენტუნარიანობის ზრდაში” ერთ-ერთი სპიკერია. მან ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ მიღწევებზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო იქცა ქვეყნად, რომლის ექსპორტიც ძალიან სწრაფად იზრდება და ეკონომიკურ ზრდაში ექსპორტის ზრდის კომპონენტი ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია.

„როდესაც ვამბობთ რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 5,2% – ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინოა რეგიონში, აქ ექსპორტი არის მთავარი დრაივერი. თუკი მთლიანად ექსპორტი გაიზარდა 12,4%-ით, მათ შორის ევროკავშირში ექსპორტის ზრდა კიდევ უფრო მაღალია – 13%-ით. აქედან გამომდინარე, ეს იყო ჩვენი ეგზისტენციალური, სწორი არჩევანი, რომელიც ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც არის სულ 3,7 მილიონი მოსახლეობისთვის, მოგვცა შესაძლებლობა და დღეს ჩვენს ქართულ ბიზნესებსა და უცხოურ ინვესტორებს ვთავაზობთ ხელმისაწვდომობას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მეშვეობით, გლობალური ბაზრის 1/3 თან 2,3 მილიარდი მომხმარებლის ბაზარი და ეს არის ჩვენი მომავალი და პოლიტიკური პრიორიტეტი”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები