მაია ზავრაშვილი: წიაღის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის ვიზიტორთა რაოდენობა 600%-ითაა გაზრდილი

პროგრამის “ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” სასარგებლო წიაღისეულის ახალი კომპონენტის დაანონსებიდან დღემდე საბადოების რუკა, რომელიც წიაღის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული, 3 ათასზე მეტმა ადამიანმა მოინახულა.

წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, მაია ზავრაშვილის განცხადებით, შემოსულ მომხმარებლებს შორის საქართველოს გარდა, მაღალი აქტივობა ამერიკიდან, ირლანდიიდან და თურქეთიდან ფიქსირდება.

“მისასალმებელია, რომ პროგრამის დაანონსებიდან ასევე მაღალი აქტივობა ფიქსირდება საიტზე, რომლის ვიზიტორთა რაოდენობა თითქმის 600%-ით არის გაზრდილი. ეს ნიშნავს, რომ პროგრამის მიმართ ინტერესი მაღალია და ბიზნესი დაინტერესებულია წიაღისეულის სექტორში ინვესტირებით”, – აღნიშნა მაია ზავრაშვილმა.

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების მასშტაბური პროექტი პროგრამის „100 საინვესტიციო შეთვაზება ბიზნესს” ფარგლებში ხორციელდება. პროექტისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეირჩა და აუქციონზე განთავსდა კომერციულად მიმზიდველი 100 საბადო. პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება თანაბარი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ ვაჭრობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები