ყვარლის მერი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ ადგილობრივებს ხვდება
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი – როსტომ სესიაშვილი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, წიწკანაანთსერის, კუჭატნისა და ალმატის მოსახლეობას შეხვდა.
პროექტის შერჩევის მიზნით, მოსახლეობის გადაწყვეტილებით პრიორიტეტებად განისაზღვრა, სასმელი წყალი, სანიაღვრე არხები და სპორტკომპლექსის რეაბილიტაცია.
ყვარლის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხვალ შევედრები სოფელ შაქრიანსა და გრძელიჭალაში გაიმართება.