ქუთაისში “საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა

ქუთაისში “საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” და ადგილობრივი თვითმართველობის თანამშრომლობით მოსახლეობასთან შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ადგილობრივ მოსახლეობას მიეწოდათ ინფორმაცია ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია უვიზოდ მიმოსვლის წესების დარღვევასთან და არამართლზომიერად გამოყენებასთან დაკავშირებით. შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა და ბელგიის საემიგრაციო ოფისის მიგრაციის ოფიცერმა კატი ვერცელერმა გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები