გიგა მიქაუტაძე აქციებზე: ჯერ კონკრეტული გეგმა არ გვაქვს, პოლიტიკურ ძალებთან კოორდინაციის მერე გადავწყვეტთ

“ჩვენ ამ ეტაპზე ორიენტირებული ვართ პარტიის მშენებლობაზე, ოფისების გახსნაზე, ახალი ლიდერების აღმოჩენაზე” – ამის შესახებ პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა მიქაუტაძემ ქუთაისში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც მიქაუტაძემ “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, 4 აპრილს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით, კონკრეტული გეგმა არ აქვთ, თუმცა მისი თქმით, “ლელო” სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კოორდინაციას გეგმავს.

“ჩვენ ამ ეტაპზე ორიენტირებული ვართ პარტიის მშენებლობაზე, ოფისების გახსნაზე, ახალი ლიდერების აღმოჩენაზე, მაგრამ ამავე დროს ვთანამშრომლობთ ოპოზიციურ ძალებთანაც. ამ ეტაპზე, კონკრეტული გეგმა არც სხვა პოლიტიკურ ძალებს აქვთ, ჩვენც მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიქნებით მათთან კოორდინაციაში”,- აღნიშნა მიქაუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები