ლენტეხში “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო

“სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები დაიწყო. ადგილრბრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ სოფლების – ლექსურა, გულიდა, მელურა, ლასკადულა, ბაბილი, ყარიშისა და კახურის მოსახლეობას და პრიორიტეტებზე ერთად იმსჯელეს.
2020 წელს ამ სოფლების მცხოვრებთა ინტერესების გათვალისწინებით და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ზაინარაკარისკენ მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, გულიდაშში და მელურაში შიდასასოფლო გზების მოწესრიგება, სოფელ ბაბილში ძველი წისქვილის აღდგენა, ხოლო ლასკადურასა და ყარიშში გარე განათების აღდგენა იგეგმება.
ლენტეხში შეხვედრები 18 თებერვლამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები