თელავში სახალხო დამცველის აპარატმა შეხვედრა გამართა (ვიდეო)

სახალხო დამცველის აპარატის ინიციატივით თელავში მოქმედ არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა გაიმართა, სადაც კახეთის რეგიონში არსებული გამოწვევები და უფლებადარღვევის შემთხვევები განიხილეს.

შეხვედრაზე გამოიკვეთა ისეთი საკითხები, როგორებიცაა ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა, შშმ პირთა პრობლემები და ბოშათა თემის მდგომარეობის გაუმჯობესება.
როგორც სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკატერინე სხილაძემ აღნიშნა, რეგიონში არსებული პრობლემური საკითხების განხილვა აუცილებელობას წარმოადგენს, რათა მოხდეს შესაბამისი დახმარების გაწევა.

“ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის აპარატს აღნიშნული ინფორმაცია მოეწოდებოდეს სწორედ იმ ადამიანებისგან, რომელთა ყოველდღიური ცხოვრებაც და საქმიანობაც უკავშირდება ამ პრობლემების მოვვარებას. ჩვენ, ცხადია, ვაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას და ვაგრძელებთ ადგილობრივი თვითმმართველობის თუ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე იმ პრობლემების ადვოკატირებას, რასაც ასეთი ტიპის შეხვწდრებზე ვისმენთ”, – განმარტა სხილაძემ.

შეხვედრას არასმთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები