ჩხოროწყუს სოფელ ნაფიჩხოვოში სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის მშენებლობა დასრულებულია
სოფელ ნაფიჩხოვოში მდინარე კამაზე ახალი ხიდის მშენებლობა დასრულებულია. ხიდის სიგრძე – 12, ხოლო სიგანე 5 მეტრია.
პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 218 000 ლარით დაფინანსდა. აღნიშნულ ადგილას არსებული ხიდი სტიქიის შედეგად დაზიანდა და მოსახლეობას გადაადგილება შემოვლითი გზებით უწევდა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 2019 წელს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებმა ჯამში 1 184 000 ლარი შეადგინა.
ხანწკის უბანში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მოწყობილი სახიდე გადასასვლელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუამ, პარლამენტის წევრმა ჯუმბერ იზორიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ დაათვალიერეს.