,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ჯალაურთასა და მოძვში შეხვედრები გაიმართა
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საჩხერის მუნიციპალიტეტის ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა, თანმხლებ პირებთან ერთად, შეხვედრები სოფელ მოძვსა და ჯალაურთაში გამართეს.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით სოფელ მოძვში „დათუნაშვილებისა“ და „ლომიშვილების“ უბანში მილ-ხიდები მოწყობა, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება საუბნო გზას.
პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილია 16 000 ლარი.
სოფელ ჯალაურთაში კი საბავშვო ბაღის ეზო გაფართოვდება და კეთილმოწყოება, ამასთან მოიხრეშება სოფლის შიდა საუბნო გზები. აღნიშნულის განსახორციელებლად 20 000 ლარია გამოყოფილი.