მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული ტურისტის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა
მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე კიდევ ერთი დაკარგული უკრაინელი ტურისტის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა. ამის შესახებ ინფორმაცია „რეგიონულ კვირას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, დაკარგული ტურისტის სამთო აღჭურვილობა და ნივთები ერთ-ერთ სასტუმროშია ნაპოვნი, თავად კი არსად ჩანს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თეთნულდზე ერთი ტურისტი, ჩეხეთის მოქალაქე დაშავდა, ის ზვავში მოყვა და ზედა კიდურების მსუბუქი დაზიანება მიიღო. მაშველებმა მისი დროულად ამოყვანა მოახერხეს და ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს, საიდანაც მალევე გაეწერა.
ზვავი მესტიაში გუშინ ჩამოწვა.