გორის მერია 2020 წელს სოციალურ სერვისებს 1700-ზე მეტ ბენეფიციარს დაუფინანსებს

სოციალური პროექტების თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის საშუალებით გორის მერია სოციალურ სერვისებს მიმდინარე წელს 1700 – ზე მეტ ბენეფიციარს დაუფინანსებს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით 9 სოციალური პროექტი განხორციელდება. პროექტები წლის ბოლომდე იმუშავებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, დევნილ, სოციალურად დაუცველ და განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებს, ასევე, მარტოხელა მოხუცებს დღის ცენტრების მომსახურებას, საზაფხულო ბანაკებს, სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, შინმოვლას, სოციალურ სამრეცხაოს, მედიკამენტებს, სამედიცინო კაბინეტით სარგებლობას და სხვა სერვისებს შესთავაზებს.
,,სოციალური პროექტების თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამა ჩვენთვის ძალიან ეფექტური ბერკეტია იმისთვის, რომ სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისები მივაწოდოთ, შევუქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები და ხელი შევუწყოთ მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში.“ – აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე პაატა ივანიშვილი.
სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამა მერიაში სოციალური ინიციატივების წარდგენა და თანადაფინანსების მიღება შეუძლიათ ორგანიზაციებს, რომლებიც მოახდენენ წილობრივ თანადაფინანსებას და პროექტის განხორციელებით ხელს შეუწყობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები