ცაიშში სოფლის კრებაზე ადგილობრივებმა პრიორიტული პროექტები განიხილეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საერთო კრებები მიმდინარეობს. ამჯერად სოფლის კრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში ჩატარდა. მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის პროცესს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია დაესწრნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და მათგან არსებული პრობლემების და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონი ლარია. პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები